ფეხბურთი

14:45 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ალბათ, ეს ბოლო წელია"

იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2018 წლის ზაფხულში კარიერას დაასრულებს. როგორც ლეგენდარულმა მეკარემ განაცხადა, სურს კარიერის ბოლო სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს.

„სპორტული კარიერა გამარჯვებებისგან და დამარცხებებისგან შედგება - მე მოვიგე ბევრი, მაგრამ წავაგე ასევე ბევრი. ამიტომ, საჭიროა წინ სიარული. ალბათ, ეს ჩემი ბოლო სეზონია და მინდა, რომ მაღალ დონეზე ჩავატარო, ფეხბურთი დავტოვო მნიშვნელოვანი წარმატებებით. ჩემი კარიერის გამო ძალიან გამიმართლა, რომ სტიმული ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.

მერეტი და სკუფეტი? - ფრიული მეკარებიის მიწაა - ნახევრად მეც ფრიულელი ვარ. ამ ორს არ გაუმართლა, რადგან ისინი დონარუმას უკან არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექნებათ შანსი იყვნენ „სკუადრა აძურას“ პირველი ნომრები. ჩემთვის კი, ისეთი მეკარის დატოვება, როგორიც ჯიჯო გახლავთ, სტიმულია. შჩესნი "იუვენტუსში"? - ვფიქრობ, კარგი არჩევანია. პოლონელი კარგი მეკარეა და შეუძლია ჩემი შეცვლა.

მწვრთნელობა? - სიმართლე გითხრათ, საკლუბო მწვრთნელობა არ მიზიდავს, მაგრამ იტალიის ნაკრების თავკაცი სიამოვნებით ვიქნებოდი“, - თქვა ბუფონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110767