ფეხბურთი

20:09 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლინდელოფი "წითელ ეშმაკებში"

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისაბონის „ბენფიკადან“ იმედისმომცემი ცენტრალური მცველი ვიქტორ ლინდელოფი გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

22 წლის ნიჭიერი შვედის შეძენა ინგლისურ გრანდს 40 მილიონი ევრო დაუჯდა. პირადი კონტრაქტის დეტალები კი, ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

ლინდელოფი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მცველად მიიჩნევა და მას „მანჩესტერი“ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს აკვირდებოდა. შვედმა ფეხბურთელმა სახელი „ბენფიკაში“ თამაშით გაითქვა. „არწივების“ ღირსებას იგი 2012 წლიდან მოყოლებული იცავდა და ამჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114387