სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:36 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ღირსებისთვის
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, კიშინიოვში, მოლდოვის ნაკრებთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარულ მატჩს გამართავს - მიზანი ერთია - გამარჯვება.

მართალია, ვლადიმირ ვაისი არ მიიჩნევს, რომ საქართველო მეტოქეს აუცილებლად დაამარცხებს მისსავე მოედანზე, მაგრამ თუ სატურნირო მდგომარეობას ჩავხედავთ, სხვა გზა არ რჩება, გარდა სამი ქულის მოპოვებისა.

ვაისი ეროვნულ ნაკრებს უკვე წელიწადნახევარია ხელმძღვანელობს, მაგრამ ოფიციალურ თამაშში „ჯვაროსნებს“ სლოვაკის თავკაცობით არ მოუგიათ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო ორი თამაში მოიგეს და ორივე დიდი ანგარიშით - დამეთანხმებით, ლატვია და სენტ კიტსი და ნევისი საზომად ვერ გამოდგება. მით უფრო, როცა საქმე ამახანაგურ შეხვედრებს ეხება.

არადა, მოლდოვა ის გუნდია, რომელთანაც ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს თამაში ძალიან უჭირს და ამაზე ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებთ. გარდა ამისა, თბილისშიც ვერ მოვიგეთ ამ შესარჩევ ციკლში: ვაკო ყაზაიშვილის გოლს მატჩის მიწურულს გაცკანმა ულამაზესი გასროლით უპასუხა.

სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დღევანდელი თამაში ბევრს არაფერს წყვეტს - საქართველოს 2 ქულა აქვს, მოლდოვას - ერთი. კიშინიოვში ვლადიმირ ვაისმა ძალზე გადახალისებული შემადგენლობა ჩაიყვანა, რადგან ტრავმირებულთა სია ძალიან გრძელია: ლევან მჭედლიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, ჯანო ანანიძე. სათუოა, ვაკო გვილიას თამაშიც. მოკლედ, საქართველოს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, მაგრამ როგორც უნდა იყოს, თუ რამეზე პრეტენზია გააჩნია, მოლდოვაში სამი ქულისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

კარგი განწყობა

შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრები მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. კარგა ხნის პაუზის შემდეგ ნაკრებმა მიჯრით ორი თამაში მოიგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვია. ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უნდა წაადგეს გუნდს. საერთოდ, ვაისის მწვრთნელობით „ჯვაროსნები“ სპარინგებში უფრო აჩვენებენ შედეგს, ვიდრე ოფიციალურ მატჩებში და ეს ბარიერიც ერთხელ და სამუდამოდ დასაძლევია. ვაისმა საქართველოს სამი თამაში მოაგებინა და სმაჯერვე ამხანაგურებში. ოფიციალურ მატჩებში კი, აქამდე მაქსიმუმი ფრე, რომელთაგან დასამახსოვრებელი უელსთან (1:1) მიღწეული შედეგი გახლდათ.

საერთოდ, სლოვაკმაც აღნიშნა, რომ მისი ნაკრების თავს ერთი პარადოქსია: გუნდი ძლიერ მეტოქეებთან უფრო მეტი კონცენტრაციით და სიძლიერით თამაშობს, ვიდრე მისი კალიბრის, ანაც უფრო სუსტ გუნდებთან - ამ სიტყვებში კი, სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა, საქართველო დადებითი ბალანსის შენარჩუნებასა და წარმატებული სერიის გაგრძელებას.

ვინ გავა მოედანზე...

კარი - გიორგი ლორია ტრავმირებულია, ნუკრი რევიშვილი კარგა ხანია უთამაშებელია და ნაკრებში აღარ ეძახიან, ამის ფონზე კი, ძირითად შემადგენლობაში გიორგი მაკარიძე იქნება. „მორეირენსეს“ კიპერმა შანსი ნამდვილად დაიმსახურა და ბოლო ორ მოგებულ შეხვერდაში სწორედ ის იცავდა კარს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ გიორგის ხსენებულ თამაშებში ბევრი საქმე არ ჰქონია. რეალურად მის გამოცდას სწორედ მოლდოვასთან უნდა ველოდეთ.

უკანა ხაზი - დაცვის მარჯვენა ფლანგზე ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. მიუხედავად ბოლო მატჩების არცთუ მაღალ დონეზე ჩატარებისა, ოთარ კაკაბაძე ამჯერად უალტერნატივო ვარიანტად მოსჩანს. იგივე მდგომარეობაა საპირიპირო ფლანგზეც, სადაც გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. ცენტრალური წყვილი კი ეჭვს არ იწვევს: გურამ კაშია-სოლომონ კვირკველია. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - ჯემალ ტაბიძის სასტარტოში გამწესება. ერთ შემთხვევაში მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკის ნაცვლად, მეორე შემთხვევაში ცენტრში, ხოლო კაშია მარჯვენა მცველის პოზიციაზე. თუმცა, ეს უფრო ნაკლებად რეალური ჩანს, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი. ყოველშემთხვევაში, ახლა ვაისისთვის ექსპერიმენტების დრო არ უნდა იყოს.

შუა ხაზი - ნახევარდაცვის საყრდენ პოზიციას დიდი ალბათობით ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი გაამაგრებენ. ორივემ სასტარტოში ითამაშა ოთხი დღის წინანდელ ამხანაგურ მატჩში. აქვეა ვაკო გვილიაც, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ გუნდის ბოლო ვარჯიშებში მონაწილეობა მიიღო. მიუხედავად ამისა, „ბატეს“ ნახევარმცველს მოედანზე პირველივე წუთიდან ნაკლებად უნდა ველოდეთ.

შეტევა - თავდამსხმელის უკან სამი შემტევი ნახევარმცველი იმოქმედებს. ერთი ვაკო ყაზაიშვილი იქნება. ბოლო დროს ვაკოს მწირი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ეს მის თამაშსაც დაეტყო. ამაზე, ვაისმა ცალკე ისაუბრა და სასაცილოც უწოდა, იმას რომ ყაზაიშვილმა ბოლო სამ თვეში მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა „ლეგიას“ შემადგენლობაში. მიუხედავად ამისა, დიდი დანაკლისის ფონზე ყაზაიშვილის თადარიგში დატოვება არ იქნება მოსალოდნელი. ფლანგებზე გიორგი არაბიძეს, ვლადიმერ დვალიშვილსა ან გიორგი მერებაშვილს უნდა ველოდეთ - სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან მერებაშვილი აქტიური იყო რიგ ეპიზოდებში ხიფათს მარტო ჰქმნიდა კუნძულელებთან. აი, არაბიძემ კი ეროვნულ გუნდში ორჯერ ითამაშა და სამი გოლი მიითვალა. აქედან ორი საჯარიმო დარტყმით. სხვათა შორის, სლოვაკმა მწვრთნელმა მასზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლა სწორი ბალანსის პოვნაა საჭირო და შესაძლოა, არ იყოს მართებული თუ „შახტარის“ ახალგაზრდა შემტევი მოედანზე 90 წუთს გაატარებს. აქედან გამოდმინარე არ იქნება გასაკვირი თუ ვაისი მისთვის ნაცნობ მეთოდს მიმართავს და დვალიშვილს მარცხენა ფლანგზე გაამწესებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლადოს ამ პოზიციაზე ხშირად აყენებდა. თანაც, ბოლო დროს დვალიშვილმა გოლების გატანას მოუხშირა: ჯერ კლუბში გამოიჩინა ბოლო მატჩებში თავი სამჯერ, ხოლო გოლი საქართველოს ნაკრებშიც გაიტანა 7 ივნისს გამართულ სპარინგში. ამასთან, არაბიძის თადარიგში დატოვებით, ვაისმა შესაძლოა, მეორე ტაიმისთვის ე.წ ჯოკერიც დაიტოვოს...

ფორვარდი - გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ნიკა კაჭარავა უალტერნატივო ვარიანტია. მართალია, გუნდში ელგუჯა ლობჯანიძეც, მაგრამ „ორენბურგის“ ფორვარდი დებიუტანტია და ცოტა არ იყოს, მისთვის ძირითადში მოხვედრა ახლა რთული უნდა იყოს. თანაც, კაჭარავამ სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ბოლო გოლიც მის ანგარიშზეა (სერბეთის კარში).

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): მაკარიძე; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; მერებაშვილი, ყაზაიშვილი, დვალიშვილი; კაჭარავა

ლაზარეთი

საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ რომელიმე შეკრებას საკადრო პრობლემების გარეშე შეხვდეს, თითქის დაუჯერებელია, მაგრამ ახლა მაინც ზედმეტად სავსეა ლაზარეთი. თავად განსაჯეთ: თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, გიორგი ჭანტურია, დავით ხოჭოლავა და ჯანო ანანიძე. ეს კი, ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრებად მოაზრებიან. ანანიძე საერთოდ გამოძახებული გახლდათ, ჩამოვიდა კიდეც შეკრებაზე, მაგრამ ტრავმირებული - როგორც ვაისმა თქვა, მას უბრალოდ თამაში არ შეეძლო და გაათავისუფლა.

უხერხულობა

მოლდოვის ნაკრები საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა - 11 თამაში, 3 ფრე და 4/4 მოგება-წაგება. ბურთების ბალანსი ოდნავ ჩვენს მხარესაა - 15:12.

ბოლოს მოლდოველებს გასული წლის ნოემბერში თბილისში დავუხდით და ვერ მოვიგეთ - 1:1. ყაზაიშვილის გოლი გაცკანმა ბოლოსკენ გაქვითა. მტკივნეული იყო 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. მაშინ ბევრს ეგონა, რომ საქართველოს მოლდოვასთან ქულათა მაქსიმუმს გამოადნობდა, მაგრამ პირიქით მოხდა - 1994 წლის 7 სექტემბერს, პირველივე ტურში თბილისში წავაგეთ (0:1), ხოლო 1995 წლის 15 ნოემბერს, უკვე ბოლო ტურში სტუმრად - 2:3.

1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველომ მეტოქესთან რევანში სრულფასოვნად მოახერხა და ორივე შეხვედრა მოუგო - 1997 წლის 7 ივნისს, შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით (2:0), მერე კიშინიოვში თემურ ქეცბაიას გოლით.

მოკლედ, ოფიციალურ თამაშებში თანაფაროდბაა: 5 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 6:5 ბურთების ბალანსი.

დანარჩენი 6 მატჩი კი, ამხანაგურად გაიმართა - პირველი სპარინგი 2003 წლის 12 მარტს ჩატარდა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ბოლო კი, 2011 წლის 11 ნოემბრით თარიღდება და გავიმარჯვეთ - 2:0.

ბოლო 10 თამაში

უკანასკნელი 10 შეხვედრიდან საქართველოს ნაკრებმა სამჯერ იზეიმა გამარჯვება - ესპანეთთან, ლატვიასთან და სენტ კიტსი ნევისთან. სამჯერვე ამხანაგურ მატჩში. 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა: უელსთან, მოლდოვასთან და უზბეკეთთან, ხოლო 4 მატჩში მეტოქეებს დარჩათ გამარჯვება - სერბეთს, იორდანიას, ირლანდიას და ავსტრიას.

კიდევ უფრო უარესი სტატისტიკა აქვს მოლდოვას: 10 თამაში, 1 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება. ეს ერთადერთი გამარჯვებაც ამხანაგურ მატჩში დაფიქსირდა და ისიც მაჩანჩალა სან მარინოს ნაკრებთან. რაც შეეხება ფრეებს: ერთი თბილისში, ხოლო ორიც სპარინგში ყატართან და ისრაელთან. მოლდოველებმა ბოლო ათი თამაშიდან მარცხი თურქეთის, ავსტრიის, ირლანდიის, სერბეთის, უელსისა და შვეიცარიის ნაკრებებთან განიცადეს.

მეტოქის გასახდელი

მოლდოვის ნაკრები რომ გასაჭირშია ბოლო დროინდელი შედეგებიდანაც ჩანს, რომელზეც ახალახან ვისაუბრეთ. თუმცა, ყურადსაღებია, რომ 6 ივნისს, ამ გუნდმა ისრაელის ნაკრებთან ისპარინგა სტუმრად არ წააგო, წაგებას ვინ ჩივის, ბოლო წუთზე გაშვებული პენალტი რომ არა, საერთოდ მოიგებდნენ. მოლდოვას არც ფიფას რეინტინგში აქვს საქმე სახარბიელოდ და 161-ე ადგილზეა. ანუ, საქართველოზე ბევრად უკან. თუმცა, ფიფას კოკა-კოლას რეიტინგი რომ მთლად ლოგიკას არ ექვემდებარება, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით.

მოლდოვის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი გაცკანია, რომელმაც თბილისში ულამაზესი გოლიც გაიტანა. თუმცა, ამჯერად მას ტრავმა აწუხებს და შეკრებაზე საერთოდ არ იმყოფება. სხვა მხრივ, გამოსარჩევ გვარებს მათ რიგებში ვერ ამოვიკითხვათ. არც სხვა შესარჩევ ციკლში ჰქონიათ დიდი წარმატება და ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა მოლდოვასთვის ჩვენი არ იყოს, აუხდენელ ოცნებად რჩება.

პრინციპულობა

ზემოთ ვახსენეთ, რომ სატურნირო ცხრილის მხრივ მატჩს დატვირთვა არ აქვს, მაგრამ მაინც ღირსების ამბავია - არც საქართველოს და არც მოლდოვას ჯერ თამაში არ აქვთ მოგებული მიმდინარე შესარჩევში და ეს საუკეთესო შანსია ორივე გუნდისთვის. იმედია, სასწორი ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისკენ გადაიხრება და ვლადიმირ ვაისის თავკაცობით პირველი ოფიციალური გამარჯვებაც გამოცხვება...

შეგახსენებთ, საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანლსაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იგეგმება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.119898
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X