ფეხბურთი

17:35 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფარმაცევტებს” ჰაიკო ჰერლიხი უთავკაცებს

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ “ლევერკუზენს” ჰაიკო ჰერლიხი გაწვრთნის. ამის შესახებ “ფარმაცევტთა” ვებსაიტი ოფიციალურად იტყობინება. 45 წლის სპეციალისტმა “ბაიერის” თავკაცის პოსტი თაიფუნ ქორქუთისგან გადაიბარა, რომელიც გუნდს მარტიდან მოყოლებული ავარჯიშებდა.

“ლევერკუზენმა” გასული სეზონი მთლიანად ჩააგდო და ბუნდესლიგაში მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა. ჰაიკო ჰერლიხის ისტორია კი, ბევრ რამეს იტევს: იგი “ბაი არენაზე” 1989-1993 წლებში თამაშობდა, ხოლო ყველაზე დიდი პერიოდი (1995-2004) “დორტმუნდში” გაატარა.

“ზიგნალ იდუნა პარკზე” მან 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2002 წელს – ბუნდესლიგა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ჰერლიხს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ პორტსმენმა უმძიმესი დაავადების დამარცხება 2002 წელს მოახერხა.

სამწვრთნელო ასპარეზზე კი დიდი წარმატებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია – მხოლოდ დაბალი ლიგის გუნდებში უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119656