ფეხბურთი

13:27 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მარსელმა” ტოვენი გამოისყიდა

“მარსელმა” ფლორიან ტოვენის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ნიუკასლმა” 11 მილიონი ევრო მიიღო.

ცნობისთვის, ტოვენი 2013-2015 წლებში “მარსელის” ღირსებას იცავდა, ხოლო შემდეგ 18,35 მილიონ ევროდ “ნიუკასლში” გადავიდა, სადაც “კაჭკაჭების” იმედები ვერ გაამართლა და ნახევარ სეზონში “მარსელში” იჯარის წესით დაბრუნდა.

ტოვენმა გასულ სეზონში “მარსელის” მაისური 43-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფლორიანი “მარსელის” გულშემატკივრების 74,3%-მა კლუბის 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

0.11099