ფეხბურთი

18:07 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე მოლდოვასთან გამოირიცხა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოლდოვასთან შეხვედრაში ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა. სლოვაკმა სპეციალისტმა Championat.com-თან საუბრისას თქვა, რომ ჯანო ტრავმირებულია და შეკრებიდან გაათავისუფლა.

“ჯანო შეკრებაზე ტრავმირებული ჩამოვიდა. რამდენად სერიოზულია დაზიანება, ვერ გეტყვით, რადგან ექიმი არ ვარ. უბრალოდ, მითხრა, რომ თამაში არ შეეძლო და ამიტომ, სახლში გავუშვი”, - თქვა ვაისმა.

აქვე გეტვყით, რომ ანანიძეს სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთანაც არ უთამაშია. აღნიშნული სპარინგის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვაისმა ანანიძეზეც ისაუბრა და იმედს გამოთქვამდა, რომ ჯანო მოლდოვასთან თამაშს შეძლებდა.

შეგახსენებთ, მოლდოვასა და საქართველოს მატჩი კიშინიოვში, 11 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117184