ფეხბურთი

16:34 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” შექსპირს ნდობა გამოუცხადა

ინგლისის 2016 წლის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” ისევ კრეიგ შექსპირი გაწვრთნის. როგორც “მელიების” ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელი კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

შექსპირმა “ლესტერი” მარტში კლაუდიო რანიერისგან გადაიბარა და მაშინ, სეზონის ბოლომდე უნდა ემუშავა, მაგრამ კლუბის ხელძღვანელობა შექსპირის მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი დარჩა და მისი დატოვება გადაწყვიტა.

“ეს ჩემი კარიერისთვის დიდებული შანსია. ამაყი ვარ ხელმძღვანელების ნდობით და მათთან თანამშრომლობის გაგრძელებით”, - თქვა შექსპირმა.

კრეიგ შექსპირმა “ლესტერ სიტი” მაშინ ჩაიბარა, როდესაც გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნის საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ საბოლოოდ, გუნდმა სეზონი წარმატებულად დაასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ლესტერმა” ესპანური “სევილიაც” შექსპირის თავკაცობით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119106