ფეხბურთი

15:01 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: როდრიგესი “მილანში” ითამაშებს

“მილანმა” შვეიცარიელი მცველის, რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 24 წლის ფეხბურთელი იტალიურ გუნდს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და “როსონერისთან” კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“სან სიროზე” როდრიგესის გადაბარგების შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ შეთანხმებას ოფიციალური სახე გუშინ საღამოს მიეცა.

რიკარდო როდრიგესმა სახელი “ვოლფსბურგში” თამაშით გაითქვა და ბოლო წლებში ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდებოდა.

0.113352