ფეხბურთი

12:57 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ალვეშს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

იტალიის ჩემპიონი “იუვენტუსი” დანი ალვეშს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. იტალიური მედიის ცნობით, “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელობას სურს, ბრაზილიელი ტურინში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩეს. ამჟამინდელი ხელშეკრულება კი, მას ერთი წლის შემდეგ ეწურება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად ბრაზილიელმა გუნდს კონტრაქტის გახანგრძლივება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან წასვლით დაიმუქრა. როგორც ჩანს, დანი არც “იუვეს” ეთმობა. წყაროს ინფორმაციით, მარჯვენა მცველიც თანახმაა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, ყველაფერს კი, წერტილი ახლო მომავალში დაესმება.

ალვეშმა გასულ სეზონში “იუვენტუსის” წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ყველა ტურნირის ჩათვლით 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1189