ფეხბურთი

13:59 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი ხორვატიაში საუკეთესოა

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სამშობლოში 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 31 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც სეზონი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა, ხორვატ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში იმარჯვა და ეს ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.

“მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან აღიარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მით უმეტეს, ისეთ ფეხბურთელებთან კონკურენციაში, როგორებიც მანჯუკიჩი, პერიშიჩი და სუბაშიჩი არიან. ისინი დიდ კლუბებში თამაშობენ და მართლაც საუკეთესოები არიან. რაც შეეხება განვლილ სეზონს და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას, ეს საოცარი გრძნობაა. ვამაყობ “რეალის” ნაწილი რომ ვარ, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბის” - აცხადებს მოდრიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115126