ფეხბურთი

23:01 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

21 წლამდელთა ნაკრები: მარცხი ბულგარეთში

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა სოფიაში ამხანაგური მატჩი გამართა მასპინძელ ბულგარეთთან და 0:1 დამარცხდა. ეს ტესტ-ტამაში იყო, 11 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა გია გეგუჩაძეს, მათ შორის, ლუკა ზარანდია, რომან ჭანტურია, გიორგი ბერიძე, გიორგი ზარია და ასე შემდეგ.

ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გავიდა, აიტოვმა დასწრებაზე ითამაშა კარგად და ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს ახლოდან დაამატა.

12 ივნისს საქართველო მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს: სტუმრად მონტენეგროსთან.

ჩვენს შესარჩევ ჯგუფში კი პირველი მატჩი გაიმართა: ლიტვამ შინ 3:0 სძლია ფარერის კუნძულებს. შეგახსენებთ, საქართველოს, ფარერებისა და ლიტვის გარდა, ჯგუფში არიან დანია, პოლონეთი და ფინეთი. გეგუჩაძის გუნდი პირველ შეხვედრას 1 სექტემბერს შინ გამართავს პოლონეთთან.

ბულგარეთი - საქართველო 1:0

საქართველო (სასტარტო): კუპატაძე, შულაია, ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, თევზაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, მოხევიშვილი, ხარაიშვილი, ბიძინაშვილი, კიკნაძე

გოლი: 1:0 აიტოვი (73)

გაძევება: ჭიჭინაძე (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113887