თამაშგარე

23:17 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაქსიმ ამუმ სპორტული კარიერა ერთ კოცნას გადააყოლა

ამქვეყნად მრავალნაირი და მრავალმხრივი კოცნა არსებობს - დაწყებული მეგობრულით და დამთავრებული ვნებისამშლელით. თუმცა, რაც ამ ცოტა ხნის წინ, 21 წლის ფრანგმა მეჩოგნემ, მაქსიმ ამუმ ჩაიდინა, ნამდვილად ცილდება უბრალო კოცნის კატეგორიას და ხურუშიანობაში გადადის.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამუმ ყველასთვის მოულოდნელად, მასთან ინტერვიუზე მისული ბრიტანელი ჟურნალისტი ქალი, მალი ტომასი ამ უკანასკნელის სურვილის საწინააღმდეგოდ “ჩაპროშნა” და რაც მთავარია, ეს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს გააკეთა.

მალი ტრომასი საშინლად განაწყენდა ამ მისთვის მოულოდნელი ძალადობის მომიზეზებით და მეჩოგნეს ”სადაც ჯერ არს” - იქ უჩივლა. ამ ინციდენტის გამო, მაქსიმ ამუს დიდ საჩოგბურთო ტურნირებში მონაწილეობის ლიცენზია ერთი წლით ჩამოერთვა. აი ამას ქვია, კაცმა ცხოვრება ერთ კოცნას გადააყოლაო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132266