ფეხბურთი

23:35 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” ბრაზილიელი მცველით გაძლიერდა

“ფიორენტინამ” “პალმეირასიდან” 26 წლის ცენტრალური მცველი ვიტორ ჰუგო დაიმატა. აღნიშნული ტრანსფერი იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“იებს” ბრაზილიელი მოთამაშის ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდათ და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ჰუგო “პალმეირასის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 103 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

თეგებივიტორ ჰუგო
0.125917