ფეხბურთი

22:50 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდიმმა "მონაკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლეონარდუ ჟარდიმმა "მონაკოსთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჩინური კლუბი "ბეიცზინ გოანი" პორტუგალიელს ამჟამინდელი ხელფასის (1.5) რვაჯერ გაზრდას სთავაზობდა და წელიწადში 12 მილიონ ევროს გადაუხდიდა. "მონაკოს" ხელმძღვანელობამ კი გადაწყვიტა, ჟარდიმისთვის შესრულებული სამუშაო დაეფასებუნა და წელიწადში 4.5 მილიონს გადაუხდის.

ლეონარდუს ხელმძღვანელობით გუნდი ლიგა 1-ის გამარჯვებული გასულ სეზონში გახდა. ასევე, "მონაკომ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეძლო გასვლა, სადაც "იუვენტუსის" ბარიერი ვერ დაძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108269