თამაშგარე

19:22 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტიფანი და ირლანდიური ფეხბურთი

ამერიკაში მოღვაწე ირლანდიელი მოდელი, ტიფანი სტენლი, რომლის მამაც თურმე ნაკლებად ცნობილი ირლანდიელი ფეხბურთელი ყოფილა, ბავშვობიდან დაინტერესებულია ფეხბურთით (ამერიკელები რატომღაც “სოკერს” რომ ეძახიან) და მისი ეს ინტერესი დღესაც არ განელებულა.

სანამ მშვენიერი ტიფანი სხვადასხვა სტილისა და ხარისხის აზღუდებს იზომავდა და პოდიუმზე კეკლუცობდა, მანამდე ირლანდიაში და ირლანდიურ ფეხბურთში მრავალი რამ მოხდა და დღეს ჩვენი საწყალი ქართული ფეხბურთისა არ იყოს, ირლანდიაშიც ადგილობრივ კლუბებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ოცნებობენ.

ტიფანის ფეხბურთისადმი ინტერესიც სწორედ ამ დროს გახდა საჭირო და მნიშვნელოვანი - უცნობი ირლანდიული დაბალლიგელი კლუბის, “ვინდ სიტის" მენეჯერმა ტიფანი სტენლის თავად სთხოვა დანაზოგის მცირე ნაწილი ჩვენს კლუბში ჩადეო და ჩვენ თუ ვერა, ღმერთი მაინც გადაგიხდისო. ირლანდიურ საკლუბო ფეხბურთში კი ისეთი მდგომარეობაა, მართლაც მხოლოდ ღმერთის იმედი თუ ექნებათ...…

0.140379