ფეხბურთი

20:44 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელები როდრიგესს 75 მილიონ ევროდ აფასებენ

“ლივერპული” მზადაა კოლუმბიელ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ინგლისელებმა მადრიდის “რეალს” შეთავაზება უკვე გაუკეთეს, თუმცა “სამეფო კლუბი” არ აპირებს ახალგაზრდა მოთამაშე აღნიშნულ ფასად გაყიდოს და მასში ყველაზე ცოტა 75 მილიონ ევროს ითხოვს.

გასულ სეზონში ხამეს როდრიგესმა ლა ლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.131329