თამაშგარე

14:26 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესი – კრიშტიანუს ახალი სატრფო

როგორც იქნა დასრულდა ჭორები და მანიპულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის და ვინ უნდა ყოფილიყო პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავის – კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი. პორტუგალიელმა მეგოლემ საბოლოოდ მაინც გამოამზეურა თავისი შეყვარებული.

პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდუს გულისსწორის ვინაობა ესპანეთის ბულვარულმა მედიამ უკვე იცოდა, რადგან კრიშტიანუ მოდელ ჯორჯინა როდრიგესთან უკვე რამდენიმე თვეა მეგობრობდა და ამ ასულთან პორტუგალიელი სხვადასხვა გლამურულ ალაგებშიც არაერთხელ დალანდეს, მასთან ერთად გამოცხადდა ზამთარში ფიფას გალადაჯილდოვებაზეც, თუმცა აქამდე ამ ურთიერთობაზე საუბარს ორივე მათგანი ერიდებოდა.

ჯორჯინა თავის საქმეში და თუნდაც პოპულარობის კუთხით ჯერ ნამდვილად ვერაა კრიშტიანუს ყოფილ გულისსწორზე –ირინა შეიკზე მეტად წარმატებული, მაგრამ ამ გოგოს ჯერ ყველაფერი წინა აქვს და რონალდუს გულისსწორობა რომ ავტომატურად “ყვითელი” მედიის ცხოველ ინტერესს ნიშნავს – ეს იგივე ირინა შეიკის მაგალითითაც ნათლად გამოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130936