ფეხბურთი

11:46 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” მბაპეს ახალი შეთავაზება გაუკეთა

მადრიდის “რეალი” დანებებას არ აპირებს და მზად არის “მონაკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელ კილიან მბაპეს სანაცვლოდ 135 მილიონი ევრო გადაუხადოს.

პირველი შეთავაზება ფრანგებმა უარყვეს და “სამეფო კლუბს” განუცხადეს, რომ ფეხბურთელი არ იყიდება. “მონაკოს” პასუხი ახალ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მადრიდელები უკვე კონტრაქტის პირობებზე ფიქრობენ.

გასულ სეზონს კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122492