სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

11:17 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტურუამ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

ერთდღიანი შესვენების შემდეგ მეექვსე ტურით განახლდა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქი მინსკი მასპინძლობს.

ჩემპიონატის სტარტზე ორი წაგების მერე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა საქართველოს მოჭადრაკეებიდან ყველაზე გამოცდილმა სპორტსმენმა ზურაბ სტურუამ. მეშვიდე ტურში სტურუა რუსეთის სამეფო გვარის წარმომადგენელ ევგენი რომანოვს (2636) ეთამაშება, რომელსაც ზურაბზე მაღალი რეიტინგი აქვს.

მეექვსე ტურამდე დაუმარცხებლად მოვიდნენ დავით ჯოჯუა, ლუკა პაიჭაძე და თამაზ გელაშვილი. ამ ტურში, ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მეტოქე გელაშვილს ჰყავდა ეტიენ ბაკროს (2696) სახით. სამწუხაროდ, გელაშვილი დამარცხდა.

ისევ დაუმარცხებლად განაგრძობენ ჩემპიონატს ჯოჯუა და პაიჭაძე, რომლებიც ასევე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს ეთამაშებოდნენ. ამჯერად ორივე ყაიმით დაკმაყოფილდა და ლიდერთა ჯგუფს ისევ ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.

მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

დავით ჯოჯუა(2581) - ალექსანდრ რიაზანცევი(2659, რუსეთი) 0.5:0.5

სერგეი ჟიგალკო (2643, ბელარუსი) - ლუკა პაიჭაძე (2568) 0.5:0.5

ეტიენ ბაკრო (2696, საფრანგეთი) - თამაზ გელაშვილი (2563) 1:0

ლევან ფაცულაია (2594) - ვლადიმირ ფედოსეევი (2690, რუსეთი) 1:0

ნიზან სტეინბერგი (2532) - ბაადურ ჯობავა (2713) 0:1

ელდარ გასანოვი (2484, უკრაინა) - მიხეილ მჭედლიშვილი (2605) 0:1

ზურაბ სტურუა (2555) - ანდრეი მალიში (2286, ბელარუსი) 1:0

ნოე თუთისანი (2347) - ალექსანდრ დანინი (2543, რუსეთი) 0:1

მერი არაბიძე (2374) - ნიკოლა სელდაკი (2523, სერბეთი) 0:1

არიელერენ ბერგი (2370, ისრაელი) - თორნიკე სანიკიძე (2518) 0:1

ათმა მოჭადრაკემ დააგროვა ხუთ-ხუთი ქულა, რომლებიც სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით 29 სპორტსმენი ჩამორჩება. მათ შორის არიან ჯოჯუა, პაიჭაძე და ფანცულაია.

ქართველი მოჭადრაკეების მიერ დაგროვილი ქულები:

ჯოჯუა, პაიჭაძე, ფანცულაია -4.5-4.5 ქულა

ჯობავა, მჭედლიშვილი, სტურუა, გელაშვილი - 4.0-4.0

სანიკიძე - 3.5

თუთისანი - 3.0

არაბიძე - 2.5

მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ემილ სუტოვსკი (2646, ისრაელი) - ჯოჯუა

პაიჭაძე - კონსტანტინ ლუპულესკუ (2631, რუმინეთი)

გავან ც ბ ჯონსი (2654, ინგლისი) - ფანცულაია

ჯობავა - სამველ ტერ-სააკიანი (2598. სომხეთი)

გელაშვილი - ფერენც ბერკეში (2654, უნგრეთი)

ევგენი რომანოვი (2636, რუსეთი) - სტურუა

მჭედლიშვილი - ოლგა გირია (2584, რუსეთი)

სანიკიძე - ანტონ კორობოვი (2688, რუსეთი)

თუთისანი - ბურაკ ფირატი( 2499, თურქეთი)

ფიონა სტეილ- ანტონი (2155, ლუქსემბურგი)-არაბიძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118905