ფეხბურთი

18:12 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონი მადრიდის „რეალის“ ტრიუმფით დასრულდა. შესაბამისად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ უკვე გამოავლინა განვლილი სეზონის სიმბოლური ნაკრები. თუმცა, მხოლოდ 11 ფეხბურთელისგან არ შედგება, მასში 18 ფეხბურთელი მოხვდა.

ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტი წარმომადგენელი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ჩემპიონს ჰყავს - 8 მოთამაშე. დანარჩენი 10 ადგილი კი, „იუვენტუსმა“, „ატლეტიკომ“, „ბარსელონამ“, "ბაიერნმა" და „მონაკომ“ გადაინაწილეს.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“), იან ობლაკი („ატლეტიკო“)

მცველები: ლეონარდო ბონუჩი („იუვენტუსი“), დანი კარვახალი („რეალი“), მარსელო („რეალი“), სერხიო რამოსი („რეალი“), დიეგო გოდინი („ატლეტიკო“)

ნახევარმცველები: კაზემირო („რეალი“), ტონი კროოსი („რეალი“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“), ისკო („რეალი“), მირალემ პიანიჩი („იუვენტუსი“). ტიემუ ბაკაიოკო („მონაკო“)

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“), ლიონელ მესი („ბარსელონა), ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“), კილიან მბაპე ლოტინი („მონაკო“), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი").

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157419