თამაშგარე

13:14 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

შაკირა, პიკე და ქალბატონი როენა

კოლუმბიის მიწის შვილი, მომღერალი შაკირა სანამ კატალონიის “ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკეს ცოლი გახდებოდა, მავან ესპანელ ბიზნესმენს ხვდებოდა და მათი ტრფიალების ამბებიც ყველასათვის ცნობილი იყო. ახლა ის ამბავი ცხადია დასრულებულია, მაგრამ მოგონებებს სად წაუვალთ?

ცოტა ხნის წინ, შაკირას მედიის წარმომადგენლებისათვის სპეციალური განმარტების გაკეთება მოუწია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხერარდი ძველებურად უყვარს და არათუ ცხადში, სიზმარშიც კი არ უფიქრია ბურთის მაგორებელი ქმარი ძველ გულისსწორზე გაეცვალა.

საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე “ყვითელმა” მოკალმეებმა შაკირა სწორედ მის ძველ სატრფოსთან ერთად იხილეს და ამ ამბავს ცხადია ჭორთა ზღვაც მოჰყვა. შაკირა კიდე ირწმუნება, უბრალოდ მივესალმე ნაცნობ ადამიანს და ყველას ვისაც კი მივესალმები რომ დავუწვე – ქალბატონი როენა ხუცურაულის დაწესებულების თანამშრომელი ვიქნებიო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114028