სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

11:29 | 5.06.2017 | ნანახია 2296 - ჯერ

შუქჩამქრალი მსოფლიო თასი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული სპორტის ქომაგები ნამდვილად არ არიან განებივრებულნი ჩვენს ქვეყანაში დიდი და მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებების სიმრავლით და ახალგაზრდებს შორის რაგბის მსოფლიო თასი ნამდვილად დიდი და მნიშვნელივანი გამონათება გახლდათ ამ კუთხით. მით უმეტეს, რომ უკანასკნელი სტატისტიკით, საქართველოში რაგბმა პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა და უკვე თამამად გამოვხატავთ ჩვენს მიზნებსა და ცნებებს დიდ 6 ერში მოხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში დეკლარირებულად რაგბი ლამის ყოველ მეორე ადამიანს უყვარს და არავინ იზარებს იმის თქმას, რომ “რაგბი ჩვენი თამაშია და რაგბის უნდა მივაწვეთ”, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ნაკრებთან გამართულ საშინაო მატჩებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს რაგბის დიდი ნაკრების მატჩებზეც კი სტადიონები თითქმის არასოდეს ივსება და ქართული რაგბის ავისმოსურნეებს ყოველთვის რჩებათ სათქმელი რომ “საქართველო ჯერ არაა მზად დიდი ნაბიჯებისათვის” და რომ “საქართველოში ხალხი უბრალოდ არ დადის სარაგბო თამაშებზე”.

ამ მანკიერი და სამწუხარო ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა ის, რაც 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე ხდება. საქართველოს ნაკრების მატჩებზეც კი ვერ მოხერხდა ერთი ციცქნა “ავჭალის” სტადიონის ტრიბუნების შევსება და რაგბის ალბათ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს ტკივა ის ფაქტი, რომ ზელანდიის, ავსტრალიისა და ინგლისისთანა ნაკრებების მატჩებიც კი ვერ გახდა ქომაგისთვის სტიმულის მიმცემი, რომ ელემენტარულად ტრიბუნების შევსება მაინც მოგვეხერხებინა. ეს ძალიან სამწუხაროა – ძალიან!

ზოგი ამბობს, რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბილეთების სიძვირეა და ავჭალის სტადიონზე შესასვლელი 20 ლარი ბევრისათვის დიდი თანხაა. შესაძლებელია ეს ასეცაა. მით უმეტეს, ყველამ კარგად ვიცით ჩვენი ხალხის არცთუ დალხენილი ყოფის შესახებ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ 20 ლარით ქომაგი ნახულობს არა ერთ, არამედ 4 მატჩს და შესაბამისად გამოდის, რომ თითოეული მატჩის ღირებულება 5 ლარი ყოფილა, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს ძვირი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მაგალითად ინგლისისა და უელსის საოცარ თამაშს ნახავ და მიხვდები, თუ რამხელა ისტორია იწერება ჩვენს მიწაზე და იმასაც გაიაზრებ, რომ ეს ბიჭები ხვალ მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე დიდი მორაგბეები იქნებიან.

ინგლისი-უელსის მატჩი რაკი ვახსენე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ჩაქრა შუქი მთელი 10-15 წუთით და ამ ფაქტით გაკვირვებული ბრიტანელების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ არ დაიწყეს სტვენა და გინება. პირიქით – მთელი ხმით “ჯორჯიას” სკანდირებდნენ და ამ გზით გვიდასტურებდნენ თანადგომას, რომელიც იმ წუთებში შერცხვენილ ქართველებს ძალიან გვჭირდებოდა. სტადიონზე დენის ჩაქრობის ფაქტი დადებით იმიჯს რო არ შეგვიქმნის – ფაქტია.

მოკლედ, ნამეტანი უცნაური და გასაკვირველი ხალხი ვართ. რაგბიზე სიარული ჩვენ არ გვინდა, ამოდენა ტურნირს ვმასპინძლობთ და ელემენტარულ ტექნიკურ პრობლემებს ვერ ვაგვარებთ და კაცმა რომ გვკითხოს – ყველა დიდ ქომაგობაზე და რაგბის ტრფიალებაზე ვდებთ თავს. ამ ყველაფერის დამნახავ ჩასაფრებულ ჩვენს ავის მოსურნეებს მეტი კი არაფერი უნდათ...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:48 | 07.06.2017
Despe (2458)

თავის შერცხვენა რა შუაშია??

ჯანდაბამდე გზა გქონიათ მყრალო ლიბერალო ავტორასისტებო!

13:17 | 05.06.2017
maxo_65 (5561)

რაღა მაინცდამაინც ჩვენთან უნდა ჩაქრეს შუქი..ყველაფერში ვეთანხმები განსაკუთრეით გულშემატკივრობის საკითხში..გუშინ ორივე ტამაშს დავესწარი ქუთაისში..ჩემი გონებიდან არასდროს წაიშლება ის რაც ვნახე..ძალიან კარგი თამაDები იყო..ლელოებიც ბევრი დაიდო..საწყენია რომ უფრო მეტი ორგანიზებულობით ვერ შევხვდით ჩემპიონატს, ეს ეხება ქალაქის ხელმძღვანეჯობას..4 წელი ვიცოდით რომ უნდა ჩატარებულიყო, ხომ შეიძლებოდა ქალაქის ამ ნაწილში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო, დაუმთავრებელი ტროტუარები, ჩამონგრეულ-ჩამოლეწილი შენობების ფასადები, დაუსუფთავებელი გარემო...რა ეშველება ამ ქალაქს არ ვიცი..ერთი ნორმალური ადამიანი არ გამოჩნდა ვისაც ეს ქალაქი უყვარს და იზრუნებს მასზე..ტორპედოზე მაინც ჩაეტარებინათ, დიდი იქაც არაფერი, მაგრამ ძროხის ფუნა მაინც ყრია გზაზე

12:45 | 05.06.2017
skyww (509)

თავის შერცხვენა რა შუაშია? ცუდია რო ჩაქრა მარა ბევრგან მომხდარა ეს ფეხბურთში დაჟე წამყვან ჩემპიონატებშიც კი და ჩემი აზრით სასირცხვილო არაფერია და ნებისმიერ თამაშზე და სტადიონზე შეილება მოხდეს ეგ თუ ტექნიკის ბრალია და არა კალაძის ნაირი ჩოილარის ბრალი

12:33 | 05.06.2017
BEERTRANCE (92639)

1 მაინტერესებს როგორ წარმოგიდგენიათ ცალცალკე ბილეთების გაყიდვის ადმინისტრირება. ყოველი თამაშის მერე დაცვას უნდა გაეყარა გარეთ ხალხი და ხელახლა უნდა შემოეყვანათ?

12:53 | 05.06.2017
kila (379)

ყველა თამაშის შემდეგ ფასი 5 ლარით მეამცირონ,რააა აქ გაუგებარი?

12:18 | 06.06.2017
BEERTRANCE (92639)

და მერე რო მოითხოვონ მარტო პირველი და მესამე თამაშის ნახვა მინდაო?

12:18 | 05.06.2017
kila (379)

ამ სტატიის ავტორი მაგიჟებს,ჯერ ერთი რომ წერს 4 თამაშია ნახვა შეგიძლიათო,ყველა მოცლილი ხომ არ არის მთელი დღე სტადიონზე გაატაროს ხალხს ამდენი პრობლემა აქვს,კარგი არ მინდა სხვა თამაშები და მინდა საქართველოს თამაშის ნახვა მაინც 20 ლარი რატომ უნდა გადავიხადო 2 თამაში ხომ უკვე ჩატარებულია. ბევრისთვის (ჩემთვისათვის) 20 ლარი სერიოზული ფულია.

12:08 | 05.06.2017
samartali+ (951)

ამიტომ უნდა ჩატარდეს თამაშები რეგიონებში, სადაც სტადიონზე გაცილებით მეტი ხალხი დადის

12:07 | 05.06.2017
Kala94 (5982)

"რუსეთის ნაკრებთან გამართულ საშინაო მატჩებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს რაგბის დიდი ნაკრების მატჩებზეც კი სტადიონები თითქმის არასოდეს ივსება".. არასოდეს ივსება თუ თითქმის არასოდეს? თითქმის თუ ვწერთ ესე იგი კიდევ ივსება რაღაც თამაშებზე ხო (სულ 6-7 თამაშია წელიწადში, აქედან 5 ჩვენზე დაბალი დონის გუნდთან.. რუმინეთთანაც გავსებულა და კიდევ ბევრჯერ გაივსება, როდესაც ჩვენი დონის გუნდები ჩამოვლენ ოფიციალურ მატჩებზე..

12:01 | 05.06.2017
Kala94 (5982)

მემგონი არ ღირს ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა.. როგორც რაგბიში ვართ ელიტაზე უკან ისე (და კიდევ უფრო მეტად) ჩამოვრჩებით ზოგიერთ სხვა სფეროში.. განათების ჩაქრობა პრემიერ ლიგაშიც გვინახავს და გინეს პრო 12 შიც.. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ.. ან უნდა ჩავატაროთ ესეთი ტურნირები და ნელ-ნელა განვითარდეთ ან საერთოდ უარი ვთქვათ და ვუყუროთ როგორ ვუგებთ ესპანეთს, რუსეთს და გერმანიას განათებულ მესხზე და დინამოზე !
კრიტიკა ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ ბოღმაში გადაიზრდება ეს ყველაფერი.. ამ დროს ის ბევრი ბოღმიანი როგორც წესი უარესად არცხვენს ხოლმე ქვეყანას.. ბოლო 25 წელიწადში ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ და წლიდან წლამდე ვიზრდებით როგორც ერი და ვინც უკმაყოფილოა რაღაც-რაღაცეებით, უკეთესად თვითონ გააკეთოს !

11:54 | 05.06.2017
iceman (990)

ყოველთვის ვაქებდი რაგბის ფედერაციას და გავიძახოდი რომ კარგად მუშაობენ მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ასე არაა. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ გუშინ ჩვენი გუნდი ბევრად ჯობდა სამხრთ აფრიკას და მსაჯს რომ ნორმალურად ემსაჯა დიდი შანსი იყო საერთოდ მოგვეგო. როცა ფედერაცია ამაზე ხმას არ იღებს შემდეგში მეტს გაგვიბედავენ. დაუწერელი კანონია რომ მასპინძელ ქვეყანას ეხმარებიან მსაჯები და აქ დახმარება კი არა პირიქით გაგვწირა და ეს პირველად არ ხდება. მაგალითად აზერბაიჯანში როცა ტარდება ტურნირი აზერებს მაგრად ემხრობიან ხოლმე და ვერავინ გაუბედავ რომ მათი სპორცმენი დაჩაგრონ

11:56 | 05.06.2017
iceman (990)

რომ გაიძახიან ისე უნდა გავძლიერდეთ რომ მსაჯიანად ვაჯობოთო მაგრად მეცინება, რადგან ასეთი მასაჯობის პირობებში დარწმუნებული ვარ ზელანდიაც წააგებდა და ახლა ზელანდიაზე უფრო ძლიერი გუნდის გაკეთების იმედი თუ გვაქვს არ ვიცი

12:04 | 05.06.2017
Kala94 (5982)

და კმაყოფილი იქნებოდი მიკერძოებული მსაჯობით რომ მოგვეგო? პირადად მე მირჩევნია ამ ბიჭებმა ამ ასაკში ნახონ ეს ბარიერები და ეროვნულში უკვე მზად იყვნენ ყველაფრისთვის.. მე მირჩევნია გორგოძე და ზირაქა მყავდეს ნაკრებში და ისე მოვიგო თამაშები და არა მსაჯების დახმარებით.. დარწმუნებული ვარ შენც ასე ფიქრობ !

11:51 | 05.06.2017
kila (379)

ამ სტატიის ავტორი მაგიჟებს,ჯერ ერთი რომ წერს 4 თამაშია ნახვა შეგიძლიათო,ყველა მოცლილი ხომ არ არის მთელი დღე სტადიონზე გაატაროს ხალხს ამდენი პრობლემა აქვს,კარგი არ მინდა სხვა თამაშები და მინდა საქართველოს თამაშის ნახვა მაინც 20 ლარი რატომ უნდა გადავიხადო 2 თამაში ხომ უკვე ჩატარებულია. ბევრისთვის (ჩემთვისათვის) 20 ლარი სერიოზული ფულია.

11:46 | 05.06.2017
dinamo78 (481)

ავჭალაზე გამოგიჩნდა რო კალათბურთსაც კი ვერ შეედრება პოპულარობით!

11:42 | 05.06.2017
dinamo78 (481)

რა სტატისტიკით დიკავა რაგბმა პირველი ადგილი ერთი დედას გაფიცებ,ტულონი სარაცენს მეტმა უყურა ვიდრე რეალი იუვეს თუ რას ბოდიალობ სუნიანო ქლისა

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.122506