ფეხბურთი

14:08 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "ზიდანს" შეუძლია "რეალში" ცხოვრების ბოლომდე დარჩეს"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბის" თავკაცს შეუძლია ცხოვრების ბოლომდე კლუბში დარჩეს.

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალს" ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოაგებინა.

"ზიდანს შეუძლია ცხოვრების ბოლომდე აქ დარჩეს. "რეალის" ყველა გულშემატკივარს უყვარს ფრანგი, რომელმაც კლუბი ისეთი წარმატებული გახადა, როგორიც 2001 წელს მისი მოსვლის დროს იყო. მაშინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ახლა კი საუკეთესო მწვრთნელია. ფრანგი 17 თვეა რაც გუნდს წვრთნის, მაგრამ უკვე ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო." - ციტირებს პერესის სიტყვებს Cadena Ser-ი.

0.120527