ფეხბურთი

12:15 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მე-600 გოლი

მადრიდის “რეალის” შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” (4:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლი გაუტანა, კრიშტიანუს კარიერაში სულ 600 გოლი დაუგროვდა.

რონალდუმ “რეალის” მაისურით 406 გოლი გაიტანა, “მანჩესტერში” – 118, “სპორტინგში” – 5, ხოლო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 71.

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგა კარიერაში მეოთხედ მოიგო და ამ მაჩვენებლით კლარენ ზეედორფს ჟერარ პიკეს, ანდრეს ინიესტას, სამუელ ეტოოს და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132639