ფეხბურთი

11:11 | 4.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ისტორიული დღეა, ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ”

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის “იუვენტუსი” “რეალის” (1:4) შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო.

ძალიან ბედნიერი ვარ, გამორჩეული სეზონი გამოვიდა. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით, მოვიგეთ ესპანეთის ჩემპიონატი და ზედიზედ მეორე წელია ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ. ჩვენ ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავდა. პირველი ტაიმი რთული და თანაბარი გამოვიდა. “იუვენტუსი” ბურთს კარგად აკონტროლებდა. მეორე ტაიმში კლასი ვაჩვენეთ, რის შედეგადაც უპირატესობა მოვიპოვეთ. პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ გეგმის განხორციელება უნდა განეგრძოთ. მეორე ნახევარში ფეხბურთელებმა სანახაობრივი ფეხბურთი გვიჩვენეს. როგორც იცით “იუვენტუსის” კარში ოთხი გოლი გატანა მარტივი ამბავი არ არის. “რეალმა” დამსახურებულად მოიგო. საუცხოო ფეხბურთელები მყავს გუნდში, მადლობა კლუბის მესვეურებს, რომ ასეთი დიდებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჩამაბარეს. ჩემი გული “რეალს” ეკუთვნის, ეს ჩემი სახლია. ეჭვგარეშეა დღეს დიდი დღეა. მომავალი სეზონი უფრო რთული იქნება, ტიტულის დაცვა მოგვიწევს, კვლავ გავიმარჯვებთ”- განაცხადა ზიდანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112804