ფეხბურთი

22:30 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი “რომას” დაემშვიდობება

იტალიური “რომა” ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ მუჰამედ სალაჰს მალე გამოემშვიდობება. საქმე ის გახლავთ, რომ “ლივერპული” მზადაა, 25 წლის მოთამაშე გადაიბიროს.

Il Messaggero-ს ცნობით, “ლივერპული” “ჯალოროსის” სალაჰის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა რომაული კლუბის ხელმძღვანელებს აღნიშნული თანხა ეცოტავებათ და ფასს 50 მილიონ ევრომდე ზრდიან.

თავად ფეხბურთელი “წითლებს” უკვე შეუთანხმდა. ეგვიპტელი წელიწადში ხელფასის სახით 4,5 მილიონს და პლიუს ბონუსებს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112592