ფეხბურთი

17:55 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“წითელი ეშმაკები” ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მოლოდინში

“ევერტონის” ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და სხვა კლუბების შემოთავაზებებს განიხილავს.

ყველაზე ინტენსიურ ინტერესს ბელგიელის მიმართ “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს. გამომდინარე იქიდან, რომ “წითელი ეშმაკების” შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო დიდი ხნით იუქმებს, მანჩესტერელები სხვადასხვა კანდიდატურებს განიხილავენ მის შემცვლელად. აქტიურად იწერებოდა ასევე “ატლეტიკოს” ფრანგ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანზე.

თუ ლუკაკუს ტრანსფერი შედგა, ეს იქნება მანკუნიანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი. მოგეხსენებათ, რომ ამ დრომდე ყველაზე დიდ თანხად “იუვენტუსიდან”პოლ პოგბა შეიძინეს, რომელშიც 89,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს, ბელგიელი კი მინიმუმ 90 მილიონადაა შეფასებული.

რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 25 გოლითა და 6 საგოლე გადაცემოთ ბომბარდირობისთვის იბრძოდა, თუმცა ჰარი კეინმა ბოლო ორ მატჩში 7 გოლის გატანით ბელგიელი უკან ჩამოიტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100851