ფეხბურთი

10:15 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ლეონი დაიმატა

“ოსასუნას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სერხიო ლეონი კარიერას “ბეტისში” განაგრობს. აღნიშნული ინფორმაცია სევილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ანდალუსიელებს 28 წლის ფორვარდის ტრანსფერი 3.5 მილიონი ევრო დაუჯდათ და ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ლეონმა გასულ სეზონში “ოსასუნას” მაისური 33-ჯერ მოირგო და 10 გოლი გაიტანა.

0.107851