ფეხბურთი

20:10 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: ჩემპიონმა ისევ ვერ მოიგო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნულ ლიგაში მორიგი დაუგეგმავი ქულები დაკარგა - გია ცეცაძის გუნდმა „ეროსი მანჯგალაძეზე“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „კოლხეთთან“ ვერაფერი გააწყო და ფოთში ქულა გაატანა.

არადა, იმერლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და უკვე მეშვიდე წუთზე დაწინაურდნენ: გიორგი ბერიაშვილის დაწყებული კომბინაცია დავით ჯიქიამ გააგრძელა, ხოლო გურამ სამუშიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ბევრი ყოყმანის გარეშე მოხდენილად და რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა -1:0. წესით, სწრაფ გატანილ გოლს სამტრედიელთა თამაშზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა, მაგრამ ასე მოხდა.

„კოლხეთთმა“ პირველივე საპასუხო შეტევაში გაათანაბრა: ჯანელიძემ კუთხური ჩააწოდა, ხოლო საჯარიმოში მიკოლა კოვტალიუკის განეიტრალება მასპინძლებმა ვერ მოახერხეს და უკრაინელმაც ახლო მანძილიდან თავით გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დამთავრებამდე ძალზე დიდი დრო იყო დარჩენილი, „სამტრედიამ“ მდგომარეობის შეცვლა ვერ მოახერხა, ხოლო ფოთელები ქულასაც ყაბულს იყვნენ და საბოლოოდ, სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.

შედეგად, „სამტრედია“ სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე დარჩა და ლიდერ „დინამოსთან“ ჩამორჩენა უფრო სოლიდური გახდა - 10 ქულა. „კოლხეთს“ კი, თავის მხრივ 16 ქულა აქვს აქტივში და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფს.

„სამტრედია“ – „კოლხეთი“ 1:1 (1:1)

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

„სამტრედია“: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, სანდოხაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, ჩაგელიშვილი (ბელოვი 45, ხაბეიშვილი 89), ბერიაშვილი, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, სამუშია

მწვრთნელი: გია ცეცაძე

„კოლხეთი“: სიკაჩი, კილასონია, გოგონავა, კერძევაძე, დაფე (ბუხაიძე 90), ოტიენო, ჯანელიძე, კოვტალიუკი, კორობკა (ჟიშკარიანი 79), ბოლქვაძე, კილასონია

მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 1:0 სამუშია (7), 1:1 კოვტალიუკი (9)

გაფრთხილება: მჭედლიშვილი (88), ხაბეიშვილი (900 - კოვტალიუკი (67)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1253