ფეხბურთი

23:59 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: “ამ თამაშს 10 თვე ველოდით”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟულია. არგენტინელი ფორვარდის თქმით, “იუვეს” მიზანი სეზონის მაჟორული აკორდით დასრულებაა.

“რა თქმა უნდა, ესაა მატჩი, რომელშიც მონაწილეობა ყველაზე გამორჩეულია. ეს ის თამაშია, რომელსაც უკვე 10 თვეა ველოდებით. გვინდა, რომ სეზონი ამ ტიტულის მოგებით დავასრულოთ და ეს დიდებული იქნება. დარწმუნებული ვარ, დაძაბული თამაში გამოვა. “რეალი” ასეთ თამაშებს შეჩვეულია. ვეცდებით, თასი ტურინში წავიღოთ, რადგან ეს ტიტული “იუვენტუსისთვის” ნანატრია”, - განაცხადა იგუაინმა.

შეგახსენებთ, “იუვენტუსისა” და “რეალის” ფინალური მატჩი 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125744