ფეხბურთი

22:20 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტურემ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კოტდივუარელმა ფეხბურთელმა იაია ტურემ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში მომდევნო სეზონის ბოლომდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აფრიკელი ნახევარმცველი მანჩესტერულ გუნდში "ბარსელონადან" 2010 წელს გადავიდა. მას შემდეგ ტურემ 298 მატჩში 82 გოლი გაიტანა. "ქალაქელების" რიგებში იაიამ პრემიერლიგა ორჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11234