ფეხბურთი

21:30 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" დაადასტურა: ედერსონი "მანჩესტერ სიტიში" ითამაშებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ბენფიკას" ყოფილი მეკარე ედერსონი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. როგორც ლისაბონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ინგლისელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ თანხის 50% პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონს ეკუთვნის, ნახევარი კი "რიუ ავესა" და ჟორჟე მენდეშის საფეხბურთო სააგენტოს.

ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია თუ რამდენი წლის განმავლობაში დაიცავს სამხრეთამერიკელი "ქალაქელების" კარს. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მეკარე ახალ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ედერსონი 2010 წელს "სან პაულოდან" "ბენფიკას" ახალგაზრდული გუნდში გადავიდა. შემდეგ კი "რიბეირაუსა" და "რიუ ავეში" თამაშობდა. ლისაბონურ გუნდში 2015 წეელს დაბრუნდა და ორჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში ედერსონმა 40 მატჩში 27 გოლი გაუშვა და 24 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ბრაზილიის ნაკრებში კი გაფართოებულ შემადგენლობაში 2017 წელს ორჯერ მოხვდა, თუმცა მოედანზე თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

0.112177