ფეხბურთი

18:25 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” სასჯელი ძალაში რჩება

მადრიდის “ატლეტიკო” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეძენილ ფეხბურთელებს 2018 წლის იანვრამდე განაცხადში ვერ შეიყვანს. როგორც ესპანური კლუბის “ტვიტერის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მადრიდელთა აპელაცია არ დააკმაყოფილა და ფიფას მიერ “ატლეტიკოსთვის” ტრანსფერებზე დაწესებული აკრძალვა ძალაში დატოვა.

მადრიდის “ატლეტიკო” და “რეალი” ფიფამ 18-წლამდე ასაკის ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების დროს სატრანსფერო წესების დარღვევის გამო გასულ წელს დასაჯა. ორივე კლუბს ახალწვეულთა დარეგისტრირება ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში აეკრძალა, თუმცა “რეალმა” ეს საკითხი თავის სასარგებლოდ მოაგვარა და თანაქალაქელთაგან განსხვავებით, ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების დამატება შეუძლია. მადრიდელთა დასჯამდე, იგივე სანქცია გამოიყენა ფიფამ “ბარსელონას” წინააღმდეგაც და კატალონიელებს სასჯელის სრულად მოხდა მოუწიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11329