ფეხბურთი

21:55 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანის წინასაფინალო ფიქრები

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ამბობს, რომ მისი გუნდი ფავორიტი არაა და ფინალში შანსი თანაბარია.

ზიდანმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, ტურინულ წარსულზე და აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების გუნდი მადრიდის “რეალია”.

ისკო თუ ბეილი – “მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იყოს, მათ შორის გარეტიც. მას თამაშის დიდი სურვილი აქვს. ამჟამად არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული თუ ვინ იქნება ძირითადში. ჩემი საფიქრალი სხვა რამეა: 4-5 ფეხბურთელის ტრიბუნაზე დასმა მომიწევს და ამის გაკეთება ფინალის წინ ძალიან რთული იქნება”.

50/50 – “ფინალია და შანსიც თანაბარია. არ ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ უკეთ ვუტევთ, ხოლო ისინი თავს უკეთ იცავენ. “იუვე” და “რეალი” ორი დიდი გუნდია, რომლებიც ფინალში დამსახურებულად არიან. ჩვენ მოვიგეთ ლა ლიგა, მათ სერია A – ძალიან საინტერესო თამაში იქნება”.

შავ-თეთრი წარსული – “აქ ისე მოვედი, რომ ჩემპიონთა ლიგა არ მქონდა მოგებული. ხოლო მადრიდში გატარებული წლების გამო, “რეალი” გახდა ჩემი ცხოვრების კლუბი”.

მომავალი – “აქ ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა დარჩენა. კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და ყველაფერი ნაჩვენებ შედეგებზეა დამოკიდებული. მომავალი კი, ახლა ჩემთვის შაბათია – “იუვენტუსის” გაწვრთნა? – ახლა, მხოლოდ ფინალზე ვფიქრობ. თუმცა, მე “იუვესთან” 5 ლამაზი წელი მაკავშირებს. ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულია”.

დიბალა – “დიახ, ვფიქრობ, რომ იტალიელთა შეტევაში ყველაზე სახაფათო ის გახლავთ. მაგრამ, მარტო არაა – არიან იგუაინი და ალვეში”.

დაცვა 3 თუ 4 – არ ვიცი, როგორ ითამაშებს “იუვენტუსი”, ოთხი თუ სამი მცველით – ალვეში შეტევაში იქნება თუ დაცვაში. მე ეს არ მაინტერესებს: მათ იციან თამაში და კარგი გუნდია. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100747