ფეხბურთი

22:48 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: “რეალს” ვქომაგობ, მაგრამ ბუფონი ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებს”

“პორტუს” ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე საუბრობს. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, იგი “რეალის” გულშემატკივარია, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონის გამო “იუვენტუსის” გამარჯვება არ ეწყინება.

“რეალს” ვგულშემატკივრობ, მაგრამ ბუფონმა დაიმსახურა, რომ კარიერა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე არ დაასრულოს. “იუვენტუსი” დაცვაში ყოველთვის ძალიან ძლიერია, ხოლო თავდასხმაში დიბალას, იგუაინისა და მანჯუკიჩის სახით ძალიან სახიფათო ფეხბურთელები ჰყავს. “რეალს” შეტევაში პრობლემა არ აქვს, მაგრამ დაცვის ხაზი შეადრებით სუსტია – ამიტომ, ვფიქრობ, რომ “ბებერი ქალბატონი” უფრო დაბალანსებული გუნდია – შანსი კი, ფინალში თანაბარია, 50%-50%-ზე”, - თქვა კასილიასმა.

შეგახსენებთ, “იუვენტუსისა” და “რეალის” ფინალური შეხვედრა შაბათს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120385