ფეხბურთი

22:20 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ხუთი სამიზნე

“მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. The Independent-ის ინფორმაციით, “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “ბილბაოს” მცველის ემერიკ ლაპორტას შეძენითაა დაინტერესებული. გარდა ხსენებულისა, ესპანელი სპეციალისტი პსჟ-ს მცველ მარკინიოსს და “ტოტენჰემის” მარჯვენა მცველ კაილ უოლკერს აკვირდება.

“სიტის ასევე “მონაკოს” მცველის ბენჯამენ მენდის შეძენა სურს. კლუბს ზემოთხსენებულ ტრანსფერებში 300 მილიონი ფუნტი უჯდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მანჩესტერელებმა ხსენებული კლუბიდან უკვე შეიძინეს ბერნარდო სილვა.

“ქალაქელები” “ბენფიკას” კარის დარაჯით ედერსონითაც არიან დაინტერესებული.

გასული სეზონი “სიტიმ” პრემიერლიგაში მე-3 პოზიციაზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10797