ფეხბურთი

17:09 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიას მომავალი კლუბი ჯერ უცნობია

ჯაბა ლიპარტიას ლუგანსკის "ზორიასთან" კონტრაქტი უმთავრდება და შესაძლოა, დატოვოს კლუბი. "ზორიას" ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და მოლაპარაკებას აწარმოებს, რაც გუნდის მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა დაადასტურა:

"ჩაიკოვსკისა და ლიპარტიას უმთავრდებათ ხელშეკრულება. გვსურს, რომ ისევ ჩვენთან დარჩნენ, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან ჩვენთვის. საქმე ისაა, რომ ჩაიკოვსკიც და ლიპარტიაც, ჯერჯერობით, უარს ამბობენ ახალ კონტრაქტზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

ლიპარტია 2011 წელს "ვიტ ჯორჯიიდან" გადავიდა "ზორიაში", რომელიც სეზონიდან სეზონამდე პროგრესირებს. ქართველმა ფეხბურთელმა ევროპა ლიგაზეც ითამაშა. უკრაინის გასული ჩემპიონატი "ზორიამ" მესამე ადგილზე დაასრულა.

0.114037