ფეხბურთი

23:50 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლს” კარვალიოს შეძენა სურს

“ნიუკასლს” პორტუგალიის ნაკრების და ლისაბონის “სპორტინგის” ჩამშლელი ნახევარმცველის უილიამ კარვალიოს დამატება სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.

პრემიერლიგაში დაბრუნებული კლუბის მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს, მომავალი სეზონისთვის ამბიციური გეგმები აქვს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაქსიმალურად აქტიურობას გეგმავს. ზემოთ ნახსენები წყაროს ცნობით, “კაჭკაჭები” მზად არიან, რომ 25 წლის ნახევარმცველში 39 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

კარვალიომ მიმდინარე სეზონში “სპორტინგის” მაისური 43-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მას პორტუგალიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117024