ფეხბურთი

23:19 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰადერსფილდი” პრემიერლიგაში აღზევდა

პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონის მეოცე მონაწილე კლუბის ვინაობაც ცნობილია. “ჰადერსფილდმა” ფლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში “რედინგის” ბარიერი დაძლია და გაისად, უძლიერესთა შორის ითამაშებს.

“უემბლიზე“ გამართულ დაპირისპირებაში 120 წუთის განმალობაში გოლი არ გასულა და პენალტების სერია დაინიშნა, სადაც “ჰადერსფილდმა“ მეტოქე 4:3 დაარცხა და უმაღლეს დივიზიონში 1972 წლის შემდეგ პირველად აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ “ჰადერსფილდის“ გარდა, პრემიერლიგაში “ნიუკასლი” და ”ბრაიტონი“ გადმოვიდნენ.

0.109946