ფეხბურთი

21:28 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" შესაძლოა ვენგერს გაუხანგრძლივოს

არსენ ვენგერზე ბევრი დაიწერა, თითქოს მიმდინარე სეზონში “არსენალის” ცუდი თამაშის გამო კლუბი უნდა დაეტოვებინა, თუმცა The Times-ის ცნობით ფრანგი სპეციალისტი კლუბში კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

გამომდინარე იქიდან, რომ “მეთოფეები” სატურნირო ცხრილში ოთხეულს მიღმა დარჩნენ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ, თუმცა მათ თანაქალაქელ “ჩელსის” ინგლისის თასის ფინალში 2:1 მოუგეს.

“არსენალის” თავკაცს კლუბთა კონტრაქტი მომდევნო თვის ბოლოს ეწურება, თუმცა როგორც ინგლისური მედია ვარაუდობს, ფრანგი სპეციალისტი კონტრაქტს კვლავ 2 წლით გაახანგრძლივებს

.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111004