ფეხბურთი

20:12 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: “ვოცნებობ ბუფონის ხელში ლიგის თასი ვიხილო”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექს დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და თასის მოგება ჯანლუიჯი ბუფონს უსურვა.

“ვინ იქნება ფავორიტი? ვერაფერს ვიტყვი, რადგან ორივე ძალიან დიდი გუნდია. ზიდანი? როდესაც ის ჩვენთან იყო, დიდი ჰარმონია სუფევდა ჩვენს შორის. მას ყოველთვის სურდა დახმარებოდა გუნდს. მიუხედავად ყველაფრისა, ფეხბურთელი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მწვრთნელი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე თამაშის სწორი ხედვაა, სწორედ ამიტომ მისდის კარგად ყველაფერი. ბუფონი? ის ყოველთვის მთავარი გმირია. მჯერა და ძალიან მინდა მის ხელში ლიგის თასი ვიხილო. ეს იქნება სამოთხის მსგავსი რეალობა”, - თქვა ვეტერანმა იტალიელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115306