ფეხბურთი

22:59 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თასის მფლობელმა ჩემპიონს კვლავ მოუგო 

იმერული დერბი ქუთაისის "ტორპედომ" მოიგო. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა ჩემპიონატში მეორე მატჩიც მოუგეს "სამტრედიას" - 2:1. ქუთათურებმა მეორე პოზიცია გაიმყარეს, გია ცეცაძის გუნდი კი მესამეზეა. მათ შორის სხვაობა ორი ქულა იყო და ხუთი გახდა.

გამოცდილმა შოთა ბაბუნაშვილმა გახსნა ანგარიში. ეს მე-12 წუთზე, როცა პირისპირ დარჩა და დაბალი დარტყმით გაუტანა ომარ მიგინეიშვილს. 36 წლისაა ბაბუნაშვილი და მიმდინარე სეზონის ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახლავთ.

პირველი ტაიმის ბოლოს კი გრიგოლ დოლიძემ კუთხური ახლო ძელთან ჩაახვია. სამტრედიელათა შემტევმა თემურ მარკოზაშვილმა სცადა მოგერიება, მაგრამ პირიქით, საკუთარ კარში აეჭრა - 2:0.

შეგახსენებთ, დოლიძემ წინა ტურში "დილასთან" პირდაპირ ჩაახვია კუთხურიდან, ოღონდ ისე, რომ არავინ შეხებია. ზოგადად, დოლიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.

"ტორპედოს" გოლგაუშვებელი სერია მხოლოდ 92-ე წუთზე შეწყდა, როცა გიორგი ბერიაშვილმა გაქვითა ბურთი - 2:1.

კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს.

ტორპედო - სამტრედია 2:1 (2:0)

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, გ.გურული, ტაბატაძე, ბაბუნაშვილი (მამასახლისი 61), გიგაური, კუხიანიძე, დოლიძე, ტუღუში (საღრიშვილი 80), კაპანაძე (საბანაძე 67)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი (ახალაძე 77), სანდოხაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი, მანჯგალაძე, დათუნაიშვილი), რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (ჩაგელიშვილი 46), ბერიაშვილი, ჯიქია (ბელოვი 59)

გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (12), 2:0 მარკოზაშვილი (43 საკ.კარში), 2:1 ბერიაშვილი (90+2)

გაფრთხილება: მანჯგალაძე (35, 72), ჯიქია (48), ჭიჭინაძე (50), ხურცილავა (90+1)

გაძევება: მანჯგალაძე (72)

მსაჯი: ნონიკაშვილი

1. დინამო თბ 15 11 1 3 27 9 +22 34
2. ტორპედო 15 9 4 2 22 9 +13 31
3. სამტრედია 15 8 2 5 19 17 +2 26
4. ჩიხურა 15 7 2 6 20 20 0 23
5. ლოკომოტივი 15 6 3 6 27 20 +7 21
6. საბურთალო 15 6 1 8 19 19 0 19
7. დილა 15 4 7 4 15 15 0 19
8. დინამო ბთ 15 5 1 9 14 18 -8 16
9. კოლხეთი 1913 15 4 3 8 15 25 -10 15
10. შუქურა 15 1 4 10 11 37 -26 7

0.117086