ფეხბურთი

21:05 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკმა” რუნისთვის 52 მილიონი გამოჰყო

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი “სტოკ სიტი” მზადაა “მანჩესტერის” თავდამსხმელი უეინ რუნი შეიძინოს. Mirror-ის ინფორმაციით, “სტოკი” 32 წლის შემტევის სანაცვლოდ 52 მილიონის ევროს გაღებას გეგმავს, ხოლო თავად ფეხბურთელს იგივე ხელფასს ჰპირდება, რამდენსაც ახლა “იუნაიტედის” შემადგენლობაში იღებს.

უეინ რუნის “წითელ ეშმაკებთან” ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ვინაიდან, ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ ჯდება, შესაძლოა გუნდი დამდეგ სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

რუნიმ პრემიერლიგაში გასულ სეზონში 25 თამაში ჩაატარა, 5 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

0.110783