ფეხბურთი

20:48 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უნსუემ “სელტა” ჩაიბარა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბინადარ ვიგოს “სელტას” ხუან კარლოს უნსუე გაწვრთნის. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგევრდი ოფიციალურად იუწყება. უნსუე “სელტაში” მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში იმუშავებს და მან ედუარდო ბერისო შეცვალა, რომელმაც პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ხუან კარლოს უნსუე ბოლო წლების განმავლობაში “ბარსელონაში” ლუის ენრიკეს თანაშემწედ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ მას კარგა ხანი სწორედ “ბლაუგრანას” გაწვრთნას უწინასწარმეტყველებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.371564