ფეხბურთი

19:36 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისი 6 თვე ლაზარეთში

“დორტმუნდის” ნახევარმცველი მარკო როისი ისევ დაშავდა. გერმანული მედიის ცნობით, დაზიანება ამჯერადაც სერიოზულია და დიდი ალბათობით, 6 თვე ვერ ითამაშებს.

გერმანიის თასის ფინალში “აინტრახტთან” შეხვედრისას მარკომ მუხლი პირველივე ტაიმში დაიზიანა და შესაცვლელი გახდა, ხოლო როგორც შემდგომმა გამოკვლვემა აჩვენა, ტრავმა სერიოზულია.

“ეს იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უცუდესი თამაში, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა ტიტული მოიგო”, - აღნიშნა როისმა.

შეგახსენებთ, მარკო როისი ბოლო სამი წლის განმავლობაში უმეტეს დროს ლაზარეთში ატარებს. ამის გამო მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი და ევრო 2016-იც გაუცდა.

0.111763