ჩოგბურთი

17:40 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი “როალნ გაროსს” გამოეთიშა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი “როლან გაროსს” პირველსავე დღეს მოულოდნელად გამოეთიშა.

კერბერი რუს ეკატერინა მაკაროვასთან უშანსოდ 2:6, 2:6 დამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა.

კერბერი ისტორიაში პირველი ქალი ჩოგბურთელია, რომელიც “როლან გაროსზე” პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყისს ეტაპზევე დამარცხდა. კაცებში მსგავსი შემთხვევა 1990 წელს დაფიქსირა, როცა რეიტინგის ლიდერმა სტეფან ედბერგმა სერხი ბრუგეირესთან ტურნირის სტარტზევე წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109432