ფეხბურთი

16:21 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" განცხადება დერეტის შესახებ

გორის "დილას" ბრაზილიელამა ნახევარმცველმა ჟან დერეტიმ შაბათს, "კოლხეთთან" მატჩის დროს გონება დაკარგა. 29-ე წუთი იყო - სათამაშო სიტუაციის დროს, თავით დაეცა მინდორზე.

"დილას" პრესსამსახურმა ამ ფაქტის შესახებ განცხადება გააკეთა.

"დერეტის ტრავმასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ: ფეხბურთელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა. დამატებით ინფორმაციას გამოკვლევის საბოლოო პასუხის მიღების შემდეგ მოგაწვდით".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121618