ავტოსპორტი

22:29 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კიმი რაიკონენი მონაკოს პოულზე

მონაკოს დიდი პრიზის რბოლას პოულ პოზიციიდან ფორმულა 1-ის ფინელი ვეტერანი კიმი რაიკონენი დაიწყებს. მან 0.043 წამით აჯობა ჩემპიონატის ლიდერსა და თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს. ორივე ერთად, სრატრზე პირველ რიგს დაიკავებს. ამგვარად, „ფერარის“ დიდი შანსი აქვს, 2001 წლის შემდეგ პირველად მოიგოს მონაკოს დიდი პრიზი.

რაიკონენისთვის ეს ბოლო ცხრა წელიწადში პირველი პოულ პოზიციაა. ბოლოს სტარტის მოწინავე პოზიცია მას საფრანგეთის 2008 წლის დიდ პრიზზე ეკავა. ეს 129 რბოლის წინ იყო და მაშინ კიმი მსოფლიო ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა. მაშინ ფეტელი ჯერ ფ1-ის რბოლის კვარცხლბეკზეც კი არ იყო ასული...

„მიხარია, რომ კიმიმ ეს შეძლო. ჩემპიონი დაბრუნდა. სებასტიანს მეხუთე მოსახვევში შეცდომა მოუვიდა. მაგრამ მტავარია, რომ წინ ჩვენი ორი მანქანა დადგება და ამით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა „ფერარის“ შეფმა მაურიციო არივაბენემ. რაიკონენმა მონაკოს ტრასის ერთი წრე წუთსა და 12.178 წამში გაიარა, რაც ამ ტრასის ყველა დროის რეკორდია.

ხელი მოეცარა სამგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ვინც კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილში ასპარეზობის უფლებაც კი ვერ მოიპოვა. მან ვერაფრით მოახერხა საბურავების ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურება, რის გამოც, სწრაფი წრეების გავლისას, შეცდომებს უშვებდა. ბოლო წრეზე კი ხელი სტოფელ ვანდოორნის ავარიამ შეუშალა, რის გამოც, ტრასაზე ყვითელი შუქი აინთო. თან, „მაკლარენის“ პილოტს ავარია სწორედ ჰამილტონის წინ მოუვიდა, რამაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ტემპი დააკარგვინა.

ავარიამდ ვანდოორნმა მოასწრო ისეთი დროის დაფიქსირება, რომელმაც რბოლის მესამე ნაწილში გადაიყვანა, თუმცა ტრასაზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. კვალიფიკაციის მეორე ნაწილი ჯენსონ ბატონმაც გაიარა, რომელიც ფერნანდო ალონსოს ცვლის. მაგრამ ბრიტანელი პილოტი რბოლას მაინც ბოლო ადგილიდან დაიწყებს, რადგან მის მანქანაზე ტურბინა და ენერგიის აღდგენის თბური სისტემა შეცვალეს, რაც მას ჯამში სტარტზე 15 ადგილის დაკარგვად დაუჯდა.

ჰამილტონისგან განსხვავებით, კარგად იასპარეზა „მერსედესის“ ფინელმა პილოტმა ვალტერი ბოტასმა, თუმცა ის მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ბოტასი ფეტელს სულ რაღაც, 0.002 წამით ჩამორჩა. სტარტზე მის გვერდით მაქს ფერსტაპენი დადგება. მხოლოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა შარშანდელი პოულის მფლობელი დანიელ რიკარდო. ავსტრალიელმა დაიჩივლა, რომ გუნდი შეცდა, რადგან ტრასაზე მაშინ გამოუშვა, როდესაც მის წინ რამდენიმე მეტოქე ნელ ტემპში მოძრაობდა.

მონაკოს დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:12.178
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:12.221
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:12.223
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:12.496
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:12.998
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:13.162
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:13.329
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:13.349
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.613
  10. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

  1. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:13.516
  2. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:13.628
  3. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:13.959
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:14.106
  5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:20.529

- - - - - - - - - -

  1. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:14.101
  2. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:14.696
  3. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:14.893
  4. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:15.159
  5. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:15.276

განლაგება სტარტზე

  1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი)
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი)
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო)
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი)
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი)
  13. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
  14. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)
  15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია)
  16. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო)
  17. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი)
  18. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი)
  19. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი)
  20. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112651