ფეხბურთი

22:20 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: "გაგრამ" მნიშვნელოვანი მოგება მიითვალა

გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის ორი მატჩი. "გაგრამ" გიორგი ქურდაძის გოლით 1:0 იმარჯვა წყალტუბოს "სამგურალთან". ცხრილიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. "გაგრა" მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა მის მდევრებს ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვთ.

"გურია" და "ცხინვალი" ფრეზე გაიყარნენ - 1:1. გუნდები, შესაბამისად, მერვე-მეშვიდე ადგილებზე არიან. დიდი ალბათობით, სეზონს ცხრილის ქვედა ნაწილში დაასრულებენ. სეზონში მე-11 გოლი გაიტანა "ცხინვალის" ფორვარდმა თამაზ მაქაცარიამ, ხოლო ლანჩხუთელთაგან გამოცდილმა ალექსი ბენაშვილმა გამოიჩინა თავი.

გურია (ლანჩხუთი) - ცხინვალი 1:1

გოლები: 0:1 მაქაცარია (32), 1:1 ბენაშვილი (50)

სამგურალი (წყალტუბო) - გაგრა 0:1

გოლი: 0:1 გ.ქურდაძე (47)

28 მაისს გაიმართება ტურის სამი მატჩი და სამივე 17:00 საათზე დაიწყება: ზუგდიდი - მეშახტე (ტყიბული), რუსთავი - მერანი (მარტვილი), ვიტ ჯორჯია (თბილისი) - სიონი (ბოლნისი)

1. მერანი 14 +21 33
2. გაგრა 15 +13 30
3. რუსთავი 14 +14 29
4. სიონი 14 +7 28
5. სამგურალი 15 +1 25
6. ვიტ ჯორჯია 14 +3 21
7. ცხინვალი 15 -8 14
8. გურია 15 -13 12
9. მეშახტე 14 -16 11
10. ზუგდიდი 14 -22 2
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112426