ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე ცნობილი ქართველი მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის მემორიალს მასპინძლობს.
მემორიალში 8,10, 12 და 14 წლამდე მოჭადრაკეთა გუნდები მონაწილეობენ. თითოეულ გუნდში სამი ვაჟი და ერთი გოგონაა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდება და 2 ივნისსს დასრულდება.